ზელენსკიმ „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა განიხილეს „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხი, რომლის ფარგლებში უკრაინას თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავები უნდა მიეწოდოს. 

ამის შესახებ ზელენსკიმ ლონდონში სუნაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის „ძალიან მნიშვნელოვანი თემა უკრაინისთვის, რადგან კიევი ვერ აკონტროლებსცას“.

„„ჩვენ გვინდა, შევქმნათ საბრძოლო თვითმფრინავების კოალიცია და მე ძალიან დარწმუნებული ვარ ამაში. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და [...] მალე მოისმენთ რამდენიმე, ვფიქრობ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ცოტა მეტი ამაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში.

„ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.