აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახალხო კრების ყოფილი დეპუტატი თალიხ ხვატიში (ოზჯანი) თურქეთის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ასტამურ ლოგუამ განაცხადა.
თალიჰ ხვატიში ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, დუზჯეში, ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ წარადგინა.
პარტიამ, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ხელმძღვანელობს, საპარლამენტო არჩევნებში, ამ ოლქში ხმების 22,63% მოიპოვა და პარლამენტში ერთი დეპუტატის შეყვანა შეძლო, კიდევ ორი ადგილი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის წარმომადგენლებს ერგო.
ხვატიში 2007 წლიდან იყო ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრი სოხუმის No1 ოლქიდან.