საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პირობა დადო, რომ უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით, მალე დამატებით სიახლეებს გააზიარებს.
„ამჟამად, ინტენსიური დიპლომატიური სამუშაო მიმდინარეობს ყველა დონეზე, რაც გვაახლოებს უკრაინის საჰაერო სივრცის ეფექტიანად დახურვასთან, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო ძალებს და ძირეულად ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა კულებამ.