1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.5638 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5638 ლარი გახდა.
"კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5395 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0243 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7617 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0308 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.