ჩინეთმა უცხოურ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოუწოდა, არ გამოიყენონ თავიანთი შენობების გარე კედლები „პოლიტიკური პროპაგანდისთვის“, რაც, როგორც ჩანს, გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნებსაც. ამის შესახებ იაპონური სააგენტო Kyodo წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯს ევროპისა და სხვა რეგიონების დიპლომატების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და არცერთმა მათგანმა არ მოხსნა აბრები.
Kyodo-ს ერთ-ერთმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ არ არსებობს გონივრული მიზეზი იმისა, რომ სახელმწიფოს ხელი შეეშალოს თავისი განზრახვების გამოხატვაში.
სააგენტოს თანახმად, პეკინში ბევრმა საელჩომ უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნადდაკიდა უკრაინის დროშის შემცველი აბრები და ჩინურ და ინგლისურ ენებზე წარწერები.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 მაისით დათარიღებული შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დაიცვან ჩინეთის კანონები და დადგენილებები, თუმცა პეკინი პატივს სცემს დიპლომატიურ იმუნიტეტს ვენის კონვენციასთან შესაბამისობაში.