უზბეკეთი ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში საკუთარი ტერმინალი გახსნას აპირებს. ამის შესახებ უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, აბდუსამატ მუმინოვმა Trend-ს განუცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ტერმინალი იმუშავებს როგორც უზბეკეთში შაქრის ტრანსპორტირებისთვის, ასევე, ჩვენი ექსპორტისთვის.
„ჩვენი სურვილია, რომ გამოვიყენოთ საჯარო და კერძო პარტნიორობა ამისთვის, რათა უზბეკმა მეწარმეებმა ალატის პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციები ჩადონ “, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მუმინოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს, პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის წინადადებით, უზბეკეთს აზერბაიჯანისა და საქართველოს პორტების გავლით, მიწოდების 1,5 მილიონ ტონამდე გაზრდა სჭირდება.
„მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ალტერნატიული მიწოდების გზების მოძიება გახდა საჭირო. ახლა უზბეკეთი ტვირთების გადაადგილებას აზერბაიჯანის მიმართულებით ახორციელებს, რითაც [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის] შუა დერეფნის პოტენციალს ავითარებს.
ამჟამად, ჩვენ აქტიურად ვიყენებთ აზერბაიჯანის სატრანსპორტო პოტენციალს, კერძოდ, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის შესაძლებლობებს. კერძოდ, ჩვენი შაქრის იმპორტისთვის. წელს ვგეგმავთ შაქრის მიწოდების გაორმაგებას - 300 000 ტონამდე“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
მუმინოვმა ხაზი გაუსვა, რომ 2022 წელს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნედლი შაქრის მიწოდებამ 130 000 ტონა შეადგინა.