რუსეთის საელჩოსთან ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქცია იმართება

ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად რუსეთის საელჩოსთან აქცია იმართება. აქციას სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა„"რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები მართავენ. ისინი საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და საოკუპაციო რეჟიმის აგრესიულ ქმედებებს აპროტესტებენ.

აქციაზე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.