ზელენსკი: 2022 წლამდე უკრაინის მოსახლეობის ნახევარი აიცრება

უკრაინის პრეზიდენტის ვლოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 2022 წლამდე უკრაინის მოსახლეობის ნახევრის აცრას გეგმავენ, მანამდე უკრაინა ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებს სხვა ქვეყნებთან აწარმოებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

უკრაინა თავს იკავებს რუსული ვაქცინის შეძენისგან, ქვეყანამ ევროკავშირს ვაქცინის შეძენაში დასახმარებლად რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უკრაინელებისთვის მხოლოდ ჩინური Sinovac-ის ვაქცინაა ხელმისაწვდომი.

„მოლაპარაკებს ვაწარმოებთ ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც ვაქცინა ჭარბად აქვთ. ამ ეტაპზე მოლაპრაკებები პოლონეთთან მიმდინარეობს",- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შეტანამ კითხვები გააჩინა პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებით, თუმცა ზელენსკი არწუმენებს ყველას, რომ Sinovac-ი ეფექტურია.

უკრაინაში ვირუსით ინფიცირების 1,29 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც ლეტალურად 24,000-ზე მეტი შემთხვევა დამთავდა.

ამავე თემაზე: უკრაინა AstraZeneca-ს და Novavax-ის ვაქცინის 12 მილიონ დოზას მიიღებს.