1 აშშ დოლარი 18 მაისს, 2.5310 ლარი ეღირება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5310 ლარი გახდა.
- კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5347 ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი 2.7358 ლარია.
- დღეს მოქმედი კურსი კი, 2.7446 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ, 18 მაისს შევა ძალაში.