სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კორონავირუსის ახალ შტამზე გავრცელებული კვლევების ფონზე, ბრიტანული პრეპარატით იმუნიზაციას დროებით აჩერებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ზველი მკჰიზეს თქმით, ქვეყანა იმუნიზაციის პროცესს ბრიტანული ვაქცინით დროებით შეაჩერებს, ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელდება.
AstraZeneca-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანია აქტიურად მუშაობს სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა იმუნიზაციის პროცესი მაქსიმალურად ეფექტურად გაგრძელდეს.
სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ.
წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ვირუსის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ, თუმცა კომპანიის განცხადებით, ვაქცინას შეუძლია ვირუსის მძიმე ფორმების დაძლევა.