ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებლების აღწერა დაიწყო. შედეგად, გაირკვა, რომ 1 500 საწოლფონდის ფონზე, მათი რაოდენობა სულ მცირე გასაორმაგებელია.
მინისტრის განცხადებით, ბედიანში მყოფი ბენეფიციარები ახალ დაწესებულებაში გადანაწილდებიან.
„ქვეყნდღეს, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1 500 საწოლი გვაქვს, თუმცა ამ საწოლების რაოდენობა „მინიმუმ გასაორმაგებელია“.
ბედიანში, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო, 3-4 თვეში გვექნება 4 მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება და ეს ბენეფიციარები უკვე იქ გადანაწილდებიან“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, კახეთში, ორი ფსიქიატრიული დაწესებულება აშენდება.
„კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი იყო ჩინელებთან ერთად. სამწუხაროდ, 2019-21 წლებში კოვიდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათთან აქტიური კომუნიკაცია არ იყო. მიმდინარე წელს ისევ განვაახლეთ კომუნიკაცია და ის პროექტი, რაც იყო მათთან ერთად შესრულდება და კახეთში ორი ფსიქიატრიული აშენდება“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.