აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, CBS-თან ინტერვიუში განცხადა, რომ აშშ ირანს სანქციებს არ მოუხსნის, ვიდრე ირანი არ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას არ შეასრულებს.
გამოცემასთან ინტერვიუში ბაიდენმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში ირანმა უნდა დაიწყოს მოლაპრაკებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რათა აშშ-მ სანქციები მოხსნას.
აშშ-ის პირველმა დიპლომატმაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანზე აქამდე დაწესებულ სანქციებს შეინარჩუნებს იმ დრომდე, ვიდრე თეირანი იმის დემონსტრირებას არ მოახდენს, რომ იწყებს ქმედით ნაბიჯების გადადგმას 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით.