ჩეხეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა ფირმა, Mero-მ, რუსეთის ნავთობზე ქვეყნის დამოკიდებულების დასასრულებლად, შეთანხმებას ხელი მოაწერა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Mero 73 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანსალპური ნავთობსადენის (TAL) გაფართოებას დააფინანსებს. ეს ნავთობსადენი ნავთობს ცენტრალურ ევროპას იტალიის პორტ ტრიესტის გზით აწვდის.
ჩეხეთის რესპუბლიკის TAL-ის სიმძლავრე გაორმაგდება და 2025 წლიდან ყოველწლიურად რვა მილიონ ტონა ნავთობს მიაღწევს.
„ეს შეთანხმება დაგვაშორებს რუსეთს ხანგრძლივი 60 წლის შემდეგ და დაგვეხმარება მივაღწიოთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სუვერენიტეტს ენერგომომარაგებაში“, - განუცხადა Mero-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იაროსლავ პანტუჩეკმა მედიას.