აზერბაიჯანი მხარს უჭერს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული 5 პრინციპის საფუძველზე, კერძოდ, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთაღიარებით, განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, მარგარეტა სედერფელტთან შეხვედრისას. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა წამოიწყო ერთიანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს და შექმნა ინტეგრირებული სამხრეთ კავკასიური მოდელი.
- არარატ მირზოიანი ხავიერ კოლომინას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართული ბოლო დისკუსიის შესახებ ესაუბრა
- რა შედეგით დასრულდა შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა ბიუსელში
- სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით 44-დღიანი ომის შემდეგ. მან ახსენა ვაშინგტონის ბოლო დისკუსიები სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შესახებ, რომელიც გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე, მისი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ბრიუსელშიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მხარდაჭერით. ალიევმა განაცხადა,რომ მომავალში კიდევ იქნება შეხვედრები საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში.