რუსეთის სასამართლომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტს პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

მოსკოვის ლეფორტოვსკის რაიონულმა სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ, ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა სამი თვით, 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა, იტყობინება რუსული სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti სასამართლოზე დაყრდნობით. წერს CNN.

გერშკოვიჩი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკანონოდ დაკავებულად აღიარა.

The Wall Street Journal-მა განაცხადა, რომ „ღრმად იმედგაცრუებულია" სასამართლოს გადაწყვეტილებით.

„ბრალდებები აშკარად მცდარია და ჩვენ ვაგრძელებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვას“, - ნათქვამია განცხადებაში.


 ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ელჩს ჟურნალისტის მონახულების უფლება დაკავებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ მისცეს.