აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს Wall Street Journal-ის რეპორტიორი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მოსკოვში სასამართლო პროცესის მოლოდინში პატიმრობაში იმყოფება.
„გაუშვით“, - განაცხადა ბაიდენმა, რითაც ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რა გზავნილი აქვს რუსეთის მიმართ.
ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში.