მხარს ვუჭერთ ყველა დოკუმენტს, სადაც დაგმობილია უკრაინაში სამხედრო აგრესია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მათ შორის, ბუნებრივია, პრემიერი შეეხო იმ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან რაც არის დაკავშირებული. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო. ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ქვეყანას, უკრაინელ ხალხს და ეს გამოხატულია არამარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც მხარდაჭერა არის გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ამასთან ერთად, ჩვენი პოზიცია, ბუნებრივია, მკაფიო სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ დავშლით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.