ხავიერ კოლომინა: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია და ასე უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვისაც

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე.

შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, კოლომინამ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია: "უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია და ასე უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვისაც", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

მისივე თქმით, ეს ქმნის რუსეთისთვის გარკვეულ სივრცეს სანქციების პოტენციურად გვერდის ასავლელად.  

მან საქართველოს მხრიდან კარგი სამუშაოს შესრულებას გაუსვა ხაზი, თუმცა რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდების პოტენციურ საფრთხეზე მიუთითა.

ამასთან, მოუწოდა მთავრობას, რომ ეს საფრთხე თავიდან აირიდოს.