Tesla-მ ბიტკოინებში $1,5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა

ილონ მასკის კომპანია Tesla-მ ბიტკოინებში 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

Tesla აცხადებს, რომ საკუთარ პროდუქციას კრიპტოვალუტაზე გაყიდის. კომპანიის განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს - $43 000 მიაღწია.