„ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას. ალბათ ორი კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში. მაგრამ მე ძალიან მეშინია, რაც გუშინწინ მოხდა. ძალიან მეშინია, რომ იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს ის, რომ ქვეყანა წარმატებით მართავს კოვიდპანდემიას, რამე არ მოიმოქმედონ, რაც აფეთქებას გამოიწვევს. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, - განაცხადა დღეს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კომენდანტის საათიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება და „დაუმორჩილებლობის აქცია“, (რედ: სადაც სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის თანხლებით გამოხატეს პროტესტი), საჭირო არ არის.
„იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით, პირბადეების ტარებით, სოციალური დისტანცირებით და სხვა, რა მოხდა - ძალიან ცუდი რამ. იყო საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ეს მიმაჩნია პოპულისტურ, გაუმართლებელ, პროვოკაციულ ნაბიჯად და რატომ.
ქვეყანა შესანიშნავად მართავს კოვიდსიტუაციას, საათივით აწყობილად მუშაობს კლინიკური სექტორი, მაქსიმალურად მოიხსნა შეზღუდვები - იმის მაგივრად, რომ ამას მადლიერება და გვერდით დგომის სურვილი გამოეწვია, ზოგიერთში გამწარების და გაბოროტების სურვილი გამოიწვია - რომ თუ ყველაფერი კარგად არის, ისინი ფუნქციას კარგავენ, ეს აშკარად იკითებოდა, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აცხადებს ინფექციონისტი
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებს ქვეყანაში პანდემიის დასრულება არ აინტერესებთ და პირიქით, აღიზიანებთ, რომ პანდემია დაძლევისკენ მიდის.
ამავე თემაზე: თენგიზ ცერცვაძე: ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას