ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ხმის მიცემის მინიმალური ასაკი 16 წლამდე შეამცირა.
„ასაკობრივი ლიმიტის შემცირებით, ჩვენ მკაფიო სიგნალს ვგზავნით. გვსურს, მოვისმინოთ თქვენი ხმები და მოსაზრებები, რათა გავითვალისწინოთ ისინი“, - მიმართა ახალგაზრდებს ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანელის ვერლინდენმა.
დაახლოებით, 280 000 ბელგიელ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, მომავალ წელს ევროპულ დონეზე გამოხატოს თავისი აზრი. თუმცა ზრდასრული მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომლებიც ავტომატურად შედიან ამომრჩეველთა სიაში, ხმის მიცემის მსურველი არასრულწლოვნები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ.
ბელგია გახდა ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა მალტის, გერმანიისა და ავსტრიის შემდეგ, რომელმაც ხმის მიცემა 16 წლიდან დაუშვა.