თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, სროლა ერთ-ერთ კაფეში ვერანდაზე მოხდა. ახალგაზრდა ბიჭმა 7-ჯერ გაისროლა.
სროლის შედეგად სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი
თვით მხილველის თქმით, პირი რომელმაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
„სროლა იყო „სტრადას“ ვერანდაზე. ვიღაცამ 7-ჯერ გაისროლა და გაიქცა. გასროლამდე ჩხუბი ან კამათი არ ყოფილა. ხალხი მაგიდის ქვეშ დაწვა.
შენიღბული არ იყო, გრძელი თმა ჰქონდა. პატარა ბიჭი იყო, 20 წლის ბიჭს ჰგავდა, შავგვრემანი ბიჭი იყო. შავი შარვალი და შავი მაისური ეცვა”, - განაცხადა თვითმხილველმა IPN-ის ცნობით.