პეკინის განცხადებით, ჩინეთი კონფლიქტთან დაკავშირებით პოზიციას აყალიბებს საკუთარი დასკვნების საფუძველზე, „პრობლემის არსიდან გამომდინარე“ და მტკიცედ დგას მშვიდობისა და დიალოგის მხარეს. ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ჰუი მისიის ფარგლებში უკვე ეწვია ბერლინს, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან განიხილა „უკრაინის კრიზისის" პოლიტიკური დარეგულირების პერსპექტივები. ლი ჰუი ასევე იმყოფებოდა უკრაინაში, ხოლო მოსკოვში დღეს, 26 მაისს ჩადის.
"არსებითად, „უკრაინის კრიზისი", ევროპაში უსაფრთხოების მენეჯმენტში დაგროვილი პრობლემების აფეთქებაა. ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, მაგრამ ის განვითარდა იქამდე, სადაც არის დღეს.
ჩვენ ვიყავით და ვრჩებით სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის ერთგული. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა გავაგრძელოთ კონსტრუქციული როლის თამაში „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების ძიებაში", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.