ლიეტუვის საგარეო უწყება: ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს

ლიეტივის საგარეო უწყება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მილოცვაში აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს.

ლიეტუვის საგარეო უწყების ტექსტის მილოცვის ნაწილი ქართულ ენაზეა დაწერილი: კერძოდ: ლიეტუვა ულოცავს ქართველ ხალხს!

„გულითადად გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს", - წერია ლიეტუვის საგარეო უწყების მილოცვაში, რომელსაც შესაბამის ფოტოს ურთავს.


შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.