ქობულეთში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. 

„20 წლის ბიჭი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, დედოფლისწყაროდან იყო. იგი ბათუმში დროებით ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ ქობულეთში სტუმრად იმყოფებოდა, მას ახლდა მეგობარი, რომელიც ამ დრომდე სავარაუდოდ, მიმალულია. როგორც გავიგეთ, ახალგაზრდები სოფლიდან უკან რომ ბრუნდებოდნენ, ოჯახმა ტაქსი გამოიძახა და ბიჭები გააცილა. ცხედარს ძაღლებმა მიაგნეს“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.

მომხდარზე დამატებით დეტალები უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.