სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი იწყება

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მეორე იმპიჩმენტის პროცესი დღეიდან იწყება. ამჯერად ყოფილ პრეზიდენტს "აჯანყების წაქეზებას" ედავებიან.

ტრამპის წინააღმდეგ 50 დემოკრატის გარდა, მინიმუმ 17 რესპუბლიკელის ხმაა საჭირო, რათა ყოფილი პრეზიდენტი სენატმა დამნაშავედ ცნოს.

იმპიჩმენტის ტექსტში მხოლოდ ერთი მუხლია ნახსენები, ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპი „საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიული სისტემის მთლიანობას, ერეოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაში“.

რეზოლუციაში ასევე მოყვანილია კონსტიტუციის მე -14 შესწორება, რომელშიც ნათქვამია, რომ „პირი, რომელმაც აჯანყება, ან აჯაყების საშიშროება შექმნა, აშშ-ის წინააღმდეგ, დაუშვებელია შეერთებულ შტატებში თანამდებობა დაიკავოს “.

როგორ გამოიტანს განაჩენს სენატი.