დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა როგორც აღნიშნა, სკოლა მოსწავლეებს პირბადეებით არ უზრუნველყოფს.
კითხვაზე, ვინ მოამარაგებს მოსწავლეებს პირბადით, ჩხენკელმა განაცხადა, რომ პირბადეები მშობლებმა უნდა გამოატანონ.
"ამჯერად შვილებს პირბადეები მშობლებმა უნდა გამოატანონ", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება.