ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხში, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი, ზაზა გახელაძის დაკავებას აკრიტიკებენ და ე.წ "სასამართლოს" გადაწყვეტილება გმობენ.
"ეს უკანონო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაა. მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გახელაძე. ასევე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რუსეთის პასუხისმგებელობა საქართველოს საპარატისტულ რეგიონებში კონტროლზე, რაც ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს დაასკვნა",- ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.