თბილისის საქალაქო სასამართლოდან ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე მივიდა შეტყობინება, რომ სასამართლოს ტერიტორიაზე ბომბია.
როგორც ცნობილია, დღეს ანალოგიური სახის შეტყობინება არაერთ დაწესებულებაში, მათ შორის, სკოლებშიც შევიდა.