რუსი ტერორისტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მხოლოდ იმას ადასტურებს რომ ისინი უნდა განდევნონ უკრაინის მიწის ყოველი მონაკვეთიდან. მათ არც ერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან თითოეულ მეტრს ტერორისთვის იყენებენ. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 6 ივნისს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას.
"და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით.
ყველა სამსახური მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა. გთხოვთ, გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია", - წერს უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე.