უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურებამ შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.
"მსოფლიომ ამას უნდა უპასუხოს დაუყოვნებლივ. არა მხოლოდ სიტყვებით, ქმედებით", - თქვა შმიგალმა.
ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.