როგორც კი ის ტერიტორიას გაათავისუფლებს, უკრაინა ახალ ელექტროსადგურს ააშენებს კახოვკის დანგრეული ჰიდროელექტროსადგურის ადგილას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, განაცხადა 6 ივნისს უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის Ukrhydroenergo-ს ხელმძღვანელმა იჰორ სიროტამ.
„ჰიდროსტრუქტურები იშლება და ჩვენ გვესმის, რომ ძალიან სწრაფად მოგვიწევს ახალი სადგურის აშენება. ჩვენ ავაშენებთ უფრო ლამაზ და მძლავრ სადგურს იმავე ადგილას", - ციტირებს მის სიტყვებს უკრაინული მედია.
ამ დროისთვის, უკრაინის ხელისუფლება გეგმავს დამატებითი ჭაბურღილების გამართვას ხერსონისა და მიკოლაივის ოლქებში სუფთა წყლის მისაღებად.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ.
მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.