აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უახლოეს კვირებში ჩინეთში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება.
Reuters-ის ცნობით, ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ბლინკენი ჩინეთში თებერვალში უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამოჩენის გამო გადადო.
ბლინკენის ვიზიტზე რაიმე გეგმის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი არ ადასტურებს.
„ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადაიგეგმება მაშინ, როცა პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.