კახოვკის ახალი ჰესის მშენებლობა შესაძლოა, 1 მილიარდი დოლარი დაჯდეს - უკრაინის ეკონომიკის მინისტრი

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს განცხადებით, კახოვკის ახალი ჰესის მშენებლობა შესაძლოა 1 მილიარდი დოლარი დაჯდეს.

"საუბარია არა მხოლოდ ახალი ჰიდრავლიკური აგრეგატების დამონტაჟებაზე, არამედ უზარმაზარი კაშხლის მთლიანობის აღდგენაზე. რუსი ოკუპანტების მიერ, კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებას შეიძლება რუსეთმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ ტერორისტული სახელმწიფოა", - განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა. 


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან  მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ.

მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.