70-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა ჟოზეპ ბორელის გადადგომა მოითხოვა. მას მოსკოვში „დამამცირებელი ვიზიტისთვის“ აკრიტიკებენ.
73-მა პარლამენტარმა ესტონელი პარლამენტარის, რინო ტერასის წერილს ხელი უკვე მოაწერა. წერილში პარლამენტარები აღნიშნავენ, რომ „შეშფოთებულნი არიან რუსეთში ვიზიტის დამამცირებელი განვითარების გამო“.
„ბორელმა არასწორად შეაფასა მოსკოვში ვიზიტის გადაწყვეტილება და მისი ვიზიტის დროს ევროკავშირის ინტერესებისა და ღირებულებების დაუცველობამ სერიოზული ზიანი მიაყენა ევროკავშირის რეპუტაციას”, - ნათქვამია წერილში.
პარლამენტარებს არ ეთახმება ევროკომისიის პრეზიდენტი, მისი თქმით, ბორელის მისი სრული მხარდაჭერა აქვს და რომ ბორელის ვიზიტს კომისართა კოლეგია განიხილავს.
ამავე თემაზე: „რუსეთმა ევროპასთან კონსტრუქციული დიალოგის შანსი ხელიდან გაუშვა“ - ბორელი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ.