აშშ-მ ირანის და ჩინეთის კომპანიებს სანქციები დაუწესა

აშშ-მ დაასანქცირა ირანის, ჩინეთის და ჰონგ-კონგის შვიდი წარმომადგენელი და ექვი უწყება, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანსბალისტიკური რაკეტების გასავითარებლად,  მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის მოპოვებაში დაეხმარნენ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვაშინგტონის მხრიდან მზარდი ზეწოლაა ირანზე, რომ მან სარაკეტო პროგრამის გაფართოება შეწყვიტოს.

აშშ-ის ცნობით, კომპანიებმა მგრძნობიარე ცენტრიფუგები, მეტალები და რადარის მასალები მიჰყიდეს გავლენიან უწყებებს სანქციების სიაში მოხვედრილ ირანის თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის (MODAFL) სააგენტოში.