პეკინი სერიოზულად შეშფოთებულია ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურების გამო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ვან ვენბინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოფიციალური პეკინი იმედოვნებს, ყველა მხარე უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მიმართ ერთგული იქნება და იმუშავებს ვითარების დეესკალაციის ხელშესაწყობად.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა მხარეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ასევე, მოქალაქეებისა და სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.
„ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო. ჩვენ ღრმად დამწუხრებულები ვართ, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური გავლენის გამო, რაც მან გამოიწვია“, - განაცხადა ვან ვენბინმა.