ჟოზეპ ბორელი მოსკოვს ახალი სანქციების შესახებ აფრთხილებს

ჟოზეპ ბორელი მოსკოვს ახალი სანქციების შესახებ აფრთხილებს.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მოსკოვში თავის ვიზიტის შესახებ ევროპარლამენტართა წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ რუსეთი დაადგა „საგანგაშო, ავტორიტარულ გზას“ და „დაუნდობლად ებრძვის დემოკრატიულ ალტერნატივის შექმნისკენ მიმართულ ნებისმიერ მცდელობას.“

ბორელმა გუშინ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპასთან კონსტრუქციული დიალოგის შანსი ხელიდან გაუშვა.