ლიეტუვა უკრაინისა და მოლდოვის დასახმარებლად 20 მლნ ევროს გამოყოფს

ლიეტუვა სახელმწიფოს სახელით ნასესხები სახსრებიდან უკრაინისა და მოლდოვას დასახმარებლად  20 მილიონ ევროს გამოყოფს. 

"თანხებიდან 10 მლნ  უკრაინისა და მოლდოვას აღდგენას მოხმარდება.  კიდევ 10 მლნ კი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ანტიკრიზისული ღონისძიებების სპეციალურ პროგრამაში გადაირიცხება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ლიეტუვამ უკრაინას ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების სახით 950 მლნ ევროზე მეტი გამოუყო. ქვეყანა უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებასაც გაგზავნის, ხერსონის რეგიონში, კახოვკას ჰესის აფეთქების გამო.