ირანმა და ავღანეთმა მარშრუტზე „ჰაფი - ჰერატი“, სარკინიგზო გადაზიდვები ერთობლივად შეასრულეს

ირანმა და ავღანეთმა მარშრუტზე „ჰაფი - ჰერატი“,  სარკინიგზო გადაზიდვები ერთობლივად შეასრულეს.

მარშრუტის სიგრძე შეადგენს 225 მკ-ს, რომლიდანაც 140 კმ ავღანეთში, ხოლო 85 კმ - ირანში გადის.

პროექტის წარმოადგენს 2 მილიარდი დოლარის ღირებულების „ხუთი ერის სარკინიგზო დერეფნის (Five Nations Railway Corridor - FNRC) ნაწილს, რომელიც გაივლის ირანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და ჩინეთის ტერიტორიებს.

დერეფნის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 2000 კმ-ს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, ჰაფი არის ქალაქი ირანის ხორასან-რეზავის ოსტანში; ჰერათი კი, ქალაქი ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ორივე სახელმწიფო დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ქვეშაა, ამ ახალი რგოლის ფუნქციონირება უქმნის მათ შესაძლებლობას დაუკავშირდნენ დანარჩენ ლოგისტიკურ სამყაროს, როგორიცაა, ხუთი ერის სარკინიგზო დერეფანი.