„პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა ლინკოლნ მიტჩელმა Europetime-ს განუცხადა. მიტჩელი ბაიდენის წინამორბედთან ავლებს პარალელს.
„პრეზიდენტ ბაიდენისა და მდივან ბლინკენის კომენტარები საქართველოსთან დაკავშირებით, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აშშ დაუბრუნდება მის წინა პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მოიცავს რიტორიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ, ყოფილ პრეზიდენტს კი ყოველთვის ეშინოდა ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირების, თუნდაც არ დათანხმებოდა მას. არ ვფიქრობ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ბევრად განსხვავებული იქნება, ვიდრე ეს ობამას წლებში იყო“, - განუცხადა ლინკოლნ მიტჩელმა Europetime-ს.
ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა