სკოლაში 15 თებერვლიდან სწავლის ონლაინ ფორმატით გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება.
ყოველ ოთხშაბათს მშობელს საშუალება ექნება დაარეგისტრიროს მოსწავლე განათლების სამინისტროს ვებგვერდის მისამართზე online. emis.ge. ასევე განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება-რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00–23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია საიტზე სარეგისტრაციო ველი.
შეგახსენებთ, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს.