ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო.
"საშუალოდ, მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში - 5,35 მეტრი. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ წყალი ღამით 20 სმ-ით დაცხრა. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის რაიონის 32 დასახლებაში 3 624 სახლი დაიტბორა", - აცხადებს პროკუდინი.
მისივე მონაცემებით, მოხდა 2 352 ადამიანისა და 550-მდე ცხოველის ევაკუაცია.
- ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“
- რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
- რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი