აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო

აშშ-ის სენატის თქმით, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი კონსტიტუციურია, რაც სრული პროცედურების დაწყების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 56 სენატორი, მათ შორის 6 რესპუბლიკელი ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა კონსტიტუციას არ არღვევს, ხოლო 44 რესპუბლიკელი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

იმპიჩმენტის პროცესი 10 თებერვალს გაგრძელდება.

მხარეები შესავალი დებატებით გამოვლენ, თითოეულ მათგანს ამისთვის 16 საათამდე დრო ექნება. ტრამპი სენატში გამოსვლას არ გეგმავს, მის პოზიციას ადვოკატები წარადგენენ.

ცნობისთვის, თუ სენატის წევრები ტრამპს დამნაშავედ მიიჩნევენ, ის მომავალში სახელმწიფო თანამდებობებს ვერ დაიკავებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მას ბრალად ამბოხის წაქეზება ედება.

სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი გუშინ დაიწყო.

როგორ გამოიტანს განაჩენს სენატი.