საუდის არაბეთმა ჩინეთსა და არაბულ სამყაროს შორის მილიარდობით დოლარის საინვესტიციო გარიგების შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს. შეხვედრა ხდება პეკინსა და
გამოცემა წერს, რომ რიადში კოფერენცია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის მზარდი კომერციული და დიპლომატიური კავშირების ფონზე იმართება, მათ შორის აღსანიშნავია ჩინეთის შუამავლობით, ირანისა და საუდის არაბეთის დაახლოება, რამაც რეგიონული ურთიერთობები შეცვალა.
„ორი დღის განმავლობაში, სამიტი აერთიანებს 3500-ზე მეტ სამთავრობო და ბიზნეს ოფიციალურ პირს ჩინეთიდან და არაბული ქვეყნებიდან“, - ნათქვამია ინვესიტიციების საკითხებში საუდის არაბეთის სამინისტროს განცხადებაში.
ღონისძიების ფარგლებშ უკვე გაფორმდა 10-მილიარდიანი ხელშეკრულება. ეს მოიცავს 5,6-მილიარდი დოლარის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმს საუდის არაბეთის საინვესტიციო სამინისტროსა და ჩინურ ელექტრო და თვითმართვადი მანქანების მწარმოებელს, Human Horizons-ს შორის.
მასში დეტალურად არის აღწერილი შეთანხმებები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ტექნოლოგია, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია, უძრავი ქონება, ბუნებრივი რესურსები და ტურიზმი.
კონფერენციის დაწყებისას საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰანმა ხაზი გაუსვა ჩინეთსა და არაბულ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაზრდის პოტენციალს.
„შეხვედრა არის შესაძლებლობა, ავაშენოთ საერთო მომავალი ახალი ჩვენი ხალხებისთვის”, - განაცხადა მინისტრმა.
საუდის არაბეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ AMR ALuwlaa Company-სა და Zhonghuan International Group-ს (ჰონკონგი) შორის 533 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგება დაიდო, რომელიც საუდის არაბეთში რკინის ქარხნის შექმნას გულისხმობს.
„საუდის არაბეთის ASK ჯგუფმა და ჩინეთის ეროვნულმა გეოლოგიურმა და სამთო კორპორაციამ ასევე გააფორმეს 500 მილიონი დოლარის თანამშრომლობის შეთანხმება სამეფოში სპილენძის მოპოვებაზე, ნათქვამია განცხადებაში.