მოლდოვას მთავრობამ უკრაინელ მაშველებს ჰუმანიტარული დახმარების პარტია გადასცა, მათ შორის სატუმბი სადგურები, პლასტმასის და გასაბერი ნავები, რეზინის ჩექმები და სხვა აღჭურვილობა.
„მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობამ, რომელსაც წარმოადგენდა მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების გენერალური ინსპექცია, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს ტექნოგენური კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ორ სატუმბ სადგურს, შვიდ პლასტმასის ნავს, ხუთ გასაბერ ნავს, 161 წყვილი რეზინის ჩექმას, ძრავის ტუმბოს, კვების პროდუქტებს“, - წერს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური Facebook-ზე.
- კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა
მოლდოვური მედია 10 ივნისს იუწყებოდა, უკრაინას $230,000-ის ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის. მოლდოვა უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის ეკოლოგიური და ჰუმანიტარული შედეგების დაძლევისთვის, დახმარებას უგზავნის. კერძოდ, უკრაინას დაახლოებით 230 000 აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება. იტყობინბეა სააგენტო Moldpres-ი. გავრცელებული ინფორმაციით, დახმარებაში შედის წყლის სატუმბი სადგურები, გასაბერი ნავები, საკვები პროდუქტები და სხვა აღჭურვილობა.
- ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“
- რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
- რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი