პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის შვედ კოლეგას უმასპინძლა. მინისტრებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ პოლონეთის რადიო წერს.
პოლონელმა ზბიგნევ რაუმ და შვედმა ტობიას ბილსტრომმა ორშაბათს მოლაპარაკებები ვარშავაში გამართეს, იტყობინება პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი.
პოლონეთის უმაღლესმა დიპლომატმა შვედეთს "სტრატეგიული პარტნიორი" უწოდა.
რაუმ ხაზი გაუსვა, რომ მისი ბოლო შეხვედრები ბილსტრომთან, ფოკუსირებული იყო „ჩვენი ქვეყნების საერთო საზრუნავზე - რეგიონში უსაფრთხოებაზე“.
რაუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პოლონეთი სრულად უჭერს მხარს შვედეთის წევრობას NATO-ში და იყო ერთ-ერთი პირველი წევრი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა სტოკჰოლმის გაწევრიანება“.
პოლონეთი და შვედეთი მხარს უჭერენ უკრაინის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს
11-12 ივლისს ვილნიუსში, ლიეტუვაში NATO-ს მოახლოებულ სამიტზე მითითებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ჩვენი მისიაა, პატივი ვცეთ უკრაინის გადაწყვეტილებებს და უზრუნველვყოთ ჩვენი ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა“.
პოლონური რადიოს თანახმად, პოლონეთი და შვედეთი მხარს უჭერენ უკრაინის და მოლდოვის მისწრაფებებს, დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ამ წლის ბოლომდე: „ჩვენ ასევე გვინდა, რომ საქართველომ გამოიყენოს თავისი შანსი და გახდეს ბლოკში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა რაუმ პოლონური რადიოს ცნობით.
ანალოგიურ ციტატას ავრცელებს პოლონური ტელეარხი tvn24.