ალეკო ელისაშვილი: მე მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა

„მე მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა", - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მან დეპუტატის კუთვნილს სატელეფონო თანხაზე უარი თქვა. ასე გამოეხმაურა ის თანაპარტიელ ლევან იოსელიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არ აპირებს ვიცე-სპიკერის პრივილეგიებით სარგებლობას.

„პარლამენტის ვიცე სპიკერს ეკუთვის:1. სახელმწიფო ავტომანქანა; 2. დაცვა; 3. 700 ლიტრი ბენზინი; 4. რამდენიმე ასეული ლარი სატელეფონო თანხა.

ლევანმა, რა თქმა უნდა, ამ პრივილეგიებზე უარი თქვა! შეგიძლიათ ნებისმიერმა გადაამოწმოთ ეს. მე, როგორც რიგითმა დეპუტატმა მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა. ასე რომ გვინდა იცოდეთ - ჩვენ პარლამენტში ხალხის სამსახურისთვის ვართ და არა პრივილეგიებისთვის!!!", - წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ის ვიცე-სპიკერის პრივილეგიებით სარგებლობას არ აპირებს

ლევან იოსელიანი: პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. მე თვითონ ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენიც კი .