ქობულეთში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 35 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 35 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა. 

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ამასთან რუსთაველის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.