გაეროს კომიტეტმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა შუა დერეფნის განვითარებაზე იმსჯელეს

ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ECO) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ქვეყნების საკოორდინაციო კომიტეტის წევრებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

გაერო და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია აქტიურად მუშაობენ რეგიონში სატრანსპორტო თანამშრომლობის განვითარებაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის კავშირის უზრუნველყოფაში.

„სატრანსპორტო მარშრუტების გაღრმავება და განვითარება იყო და რჩება მნიშვნელოვან საკითხად და მოითხოვს ერთობლივ, საერთაშორისო კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. დღის წესრიგში განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო საკოორდინაციო კომიტეტის სამუშაო პროგრამის პროექტის განხილვას და (2023-2025) ორწლიანი პროგრამის მიღებას“,  - აცხადებენ სამთავრობო კომისიის პრესსამსახურში.

ცნობისათვის, Europetime-მა EBRD-ისა და ევროკავშირის დოკუმენტებზე დაყრდნობით სტატია მოამზადა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ხსენებული ინსტიტუტების ანგარიშის თანახმად, შუა დერეფანი ყველაზე მდგრადი მარშრუტად განიხილება.